სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ერევანი ისრაელისგან ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხების გენოციდის აღიარებას ელოდება

ოფიციალური ერევანი ისრაელისგან, მეოცე საუკუნის დასაწყისში, ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხების გენოციდის აღიარებას ელოდება – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს საკითხი ისრაელთან დიალოგის დღის წესრიგში აქტიურად განიხილება. ნალბანდიანმა აღნიშნა, რომ დროული და სრულფასოვანი შეფასების შემთხვევაში, ჰოლოკოსტისა და სხვა გენოციდების თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა.

სომხების გენოციდი აღიარებული აქვს რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციას, ასევე ევროსაბჭოს, ევროპარლამენტს და ვატიკანს.