სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის ვიზიტი

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარესა და მის მოადგილეს უმასპინძლა. კოკა კაციტაძემ სტუმრებს სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ფუნქციები და ის რეფორმები გააცნო, რომელიც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამჭვირვალე გამოძიების სტანდარტების დასამკვიდრებლად გაატარა.
ასევე, ყურადღება გამახვილდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მსხვერპლთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შემუშავებულ ინიციატივებსა და განხორციელებულ ცვლილებებზე, მათ შორის, მოქალაქეებისთვის საქმის მასალებთან წვდომის შესაძლებლობის მიცემაზე, დაცვის სპეციალური ღონისძიებების დანერგვასა და ერთიანი საგამოძიებო პოლიტიკის შემუშავებაზე.