საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა

საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ორ ქვეყანას შორის საზღვარი მხოლოდ ბიომეტრული პირადობის ბარათებით გადაკვეთონ. საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქალაქეთა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის შესახებ“.

ერევანში, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ერთობლივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-12 სხდომა გაიმართა. სხდომის ფარგლებში ასევე გაიმართა საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.