სომხეთის რესპუბლიკის კულტურის დღეები
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, სომხეთის რესპუბლიკის კულტურის დღეები, სომხეთის ეროვნული ფილარმონიული ორკესტრის კონცერტით გაიხსნა, სადაც მაყურებელს სამხატვრო ხელმძღვანელისა და მთავარი დირიჟორის, ედუარდ თოფჩიანის ხელმძღვანელობითა და ვიოლონჩელისტ ნარეკ ჰახნაზარიანის მონაწილეობით, ზაქარია ფალიაშვილის, ანტონინ დვორჟაკისა და არამ ხაჩატურიანის ნაწარმოებები წარუდგინეს. სომხეთის კულტურის დღეების ფარგლებში, დღეს ასევე დაგეგმილია ეროვნულ მუზეუმში ერვანდ ქოჩარის ნამუშევრების გამოფენა, რომელიც ქართველი დამთვალიერებლისთვის ხელმისაწვდომი დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში იქნება.