სომხეთის რესპუბლიკის ელჩი KIU-ს ესტუმრა

18:42, 21.05.2026

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საქართველოში სომხეთის ელჩი იმყოფებოდა. შეხვედრა გაიმართა რექტორთან. ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროში მჭიდრო კავშირების დამყარებაზე. ასევე საერთაშორისო ურთიერთობების სტრატეგიის ფარგლებში, რეგიონული პარტნიორობის გაღრმავებაზე. იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, რაც ითვალისწინებს ერთობლივი აკადემიური ინიციატივების მხარდაჭერას, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობას.

მსგავსი