სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში

მაღალი რანგის სტუმრების გახშირებული ვიზიტები სომხეთიდან.

პრემიერის და საგარეო საქმეთა მინისტრის შემდეგ ამჯერად საქართველოს სომხეთის პრეზიდენტი სტუმრობს. მიმდინარე წელს ორი ქვეყნის სახელმწიფო მეთაურები ერთმანეთს მეორედ შეხვდნენ. განსაკუთრებული აქცენტი რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობაზე და სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებაზე გაკეთდა. ვაჰაგნ ხაჩატურიანის სურვილია, რომ სომხეთის და საქართველოს ურთიერთობები გაღრმავდეს. საუბარი თითქმის ყველა სფეროში თანამშრომლობას შეეხო. განხილვის თემა იყო ევროპული სამოქალაქო ფორუმიც, რომლისთვისაც ოფიციალური ერევანი ემზადება. ფორუმზე საქართველოც არის მიწვეული. ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ამერიკის პრეზიდენტის ძალისხმევით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება და ის პერსპექტივები, რომლებსაც ეს შეთანხმება რეგიონულ კონტექსტში აჩენს. პრეზიდენტის ხელმძღვანელობით სომხეთიდან ჩამოსული დელეგაციის შეხვედრები ხვალაც გაგრძელდება.