სომხეთის პრეზიდენტის გამოხმაურება
სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც ხაჩატურიანი წერს, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, განიხილა სომხეთ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის უდიდესი მნიშვნელობა. როგორც სომხეთის პრეზიდენტი წერს, ხაზი გაესვა „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივას და მის ასახვას რეგიონულ ვაჭრობასა და ურთიერთდაკავშირებაზე.