სომხეთის პრეზიდენტი დღეს თბილისს ეწვევა

სომხეთის პრეზიდენტი დღეს თბილისს ეწვევა. სერჟ სარქისიანი შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან, კათოლიკოს – პატრიარქთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართავს.

ოფიციალური დახვედრის ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან, დელეგაციებთან ერთად გაიმართება ასევე გაფართოებული ფორმატის შეხვედრები.

სერჟ სარქსიანი საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და მათ ხსოვნას პატივს მიაგებს.