სომხეთის პრემიერის ვიზიტი დასრულდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის საქართველოში ვიზიტი დასრულდა. ნიკოლ ფაშინიანი საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააცილა. ის სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, საქართველოს გუშინ ეწვია. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების თავმჯდომარეობით, ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა, სხდომის დაწყებამდე კი ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს.