სომხეთის პრემიერი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი მოსკოვში

მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დასრულებიდან ორ თვეში, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები კონფლიქტზე სასაუბროდ რუსეთის დედაქალაქში ჩავიდნენ.

ვლადიმერ პუტინმა ალიევს და ფაშინიანს უთხრა, რომ რუსეთის ჩარევის შემდეგ მთიან ყარაბაღში სიმშვიდეა და რუსი სამშვიდობო კონტინგენტი თავის დავალებას ასრულებს. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, კონფლიქტის ზონაში მშვიდობის დამყარების შემდეგ საცხოვრებელს უკვე 48 ათასზე მეტი ადამიანი დაუბრუნდა. შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერა ერთობლივ განცხადებას, რაც რეგიონულ განვითარებას ითვალისწინებს. შეთანხმების განხორციელების გეგმის წარდგენა კი რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ვიცე-პრემიერებს დაევალათ.

ოთხსაათიანი შეხვედრის დეტალები ნახეთ გივი ბარამიძის სიუჟეტში.

დატოვე კომენტარი