სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში

ნიკოლ ფაშინიანი ვიზიტი საქართველოში. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას პირისპირ შეხვდა.

მხარეები ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. პრესკონფერენციის პირდაპირი ეთერი.

 

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი საქართვლოში დღეს დილის 10 საათზე ჩამოვიდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი დახვდა. ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს ვიზიტით უკვე მეორედ სტუმრობს. დახვედრის ოფიციალური ცერემონია მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ნიკოლ ფაშინიანს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უმასპინძლა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს დელეგაციის წევრები წარუდგინეს, რის შემდეგაც, ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში გაიმართა შეხვედრები.

წინასწარ ცნობილია, რომ აუდიენციის ფარგლებში, მხარეებს შორის ურთიერთობის ყველა ძირითადი მიმართულება იქნება განხილული. დაგეგმილია სომხეთის  პრემიერ-მინისტრის შეხვედრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან. ნიკოლ ფაშინიანი, დელეგაციის წევრებთან ერთად, გმირთა მოედანზე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას. სომხეთის სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 4 მარტს დასრულდება.