სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება
„ზანგეზურის დერეფანი არ იქნება, იქნება „მშვიდობის გზაჯვარედინი“, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. ფაშინიანმა განმარტა, რომ ეს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემას ნიშნავს. სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის მტკიცებით, თურქეთისთვის შუა დერეფნის დღის წესრიგი მნიშვნელოვანია. ფაშინიანის განცხადებით, „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტის ერთ-ერთი მახასიათებელი ის არის, რომ ის სრულად შედის შუა დერეფანში, რომელსაც თურქეთი იცავს და ხელს უწყობს. ამავდროულად, ფაშინიანმა ყველას მოუწოდა, მზად იყვნენ იმისთვის, რომ „მშვიდობის გზაჯვარედინის“ გახსნის შემდეგ აზერბაიჯანი ზანგეზურის დერეფნის გახსნის შესახებ განაცხადებს.