სომხეთის მთავრობა გადადგა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას ხელი მოაწერა. ფაშინიანის განმარტებით, ეს კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურაა და ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დღეს, მოქმედი მთავრობა პრეზიდენტს გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართავს. მისი თქმით, ახალი მთავრობის ფორმირებამდე მინისტრთა კაბინეტი მუშაობას გააგრძელებს. სომხეთის კონსტიტუციის თანახმად, ახლად არჩეული ეროვნული კრების უფლებამოსილების დაწყებისთანავე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრად საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანდიდატს დაუყოვნებლივ დანიშნავს.