სომხეთის კულტურის დღეები საქართველოში
საქართველოს კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ჟანა ანდრეასიანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში არსებული მრავალწლიანი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება დაეთმო ერთობლივ ინიციატივებს თეატრის, კინემატოგრაფიის, სახვითი ხელოვნებისა და სამუზეუმო საქმის მიმართულებებით. საუბარი შეეხო საქართველოში სომხეთის კულტურის დღეების აღნიშვნის მნიშვნელობას, რომლის ფარგლებშიც თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სომხეთის ეროვნული ფილარმონიული ორკესტრის კონცერტი გაიმართება, ხოლო დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, ერვანდ ქოჩარის ნამუშევრების გამოფენა „ქოჩარი – მრავალგანზომილებიანი გენიოსი“ გაიხსნება. კოლეგა მინისტრმა მაია ბითაძე სომხეთის რესპუბლიკაში საპასუხო ვიზიტით მიიწვია.