სომხეთის კულტურის დღეები საქართველოში 

12:31, 09.10.2026

„ქოჩარი – მრავალგანზომილებიანი გენიოსი“ – ამ სახელწოდების კონცეპტუალური რეტროსპექტული გამოფენა გაიხსნა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში. ექსპოზიცია საქართველოში სომხეთის კულტურის დღეების ფარგლებში ეწყობა. გამოფენის კონცეპტუალურ ცენტრს ერვანდ ქოჩარის ცნობილი ნამუშევარი წარმოადგენს სახელწოდებით „ფერწერა სივრცეში“. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გამოფენა ავტორის შემოქმედების მრავალფეროვნებასა და მის ინოვაციურ ხედვას წარმოაჩენს. გამოფენის პარალელურად გაიმართა ახალი, სამენოვანი კატალოგის პრეზენტაციაც. კატალოგი სომხურ, ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოიცა და ის მნიშვნელოვან საარქივო აღმოჩენებსა და ბოლო წლებში მიკვლეულ დოკუმენტურ მასალებს აერთიანებს.

 

მსგავსი