სომხეთის კათალიკოსი გარეგინ II აცხადებს, რომ სომხეთის წმინდა ეკლესია კვლავ ზეწოლის ქვეშაა, რაც სერიოზული დარტყმაა ერისა და სახელმწიფოს რეპუტაციისთვის. სომხეთის ეკლესიის ხელმძღვანელის თქმით, უკანონო ქმედებების მიუხედავად, სომხეთის წმინდა ეკლესია თავისი ღვთისმოსავი ხალხით ძლიერი და ურყევია და თავისი ღვთაებრივი მისიის ერთგულია. კათალიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთის სამოციქულო ეკლესია ისტორიის განმავლობაში მრავალრიცხოვანი თავდასხმების სამიზნე გამხდარა, საშინელი ტანჯვა განიცადა, მაგრამ არასდროს იყო სასოწარკვეთის ტყვე, რადგან მას ესმოდა, რომ ჭეშმარიტი თავისუფლება და ხსნა ქრისტესადმი მორჩილებაშია.