სომხეთის განათლების მინისტრის ვიზიტი

12:26, 12.07.2025

სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თინათინ რუხაძეს შეხვდა. საქართველოს კულტურის მინისტრმა და სომეხმა კოლეგამ ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და ერთობლივი კულტურული პროექტები განიხილეს.

საუბარი შეეხო 2026 წელს საქართველოში დაგეგმილ სომხური კულტურის დღეებსაც. ამასთან, ხელი მოეწერა 2025-2027 წლებში სამინისტროებს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამას.

მსგავსი