სომხეთის დელეგაცია საქართველოში
სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების დელეგაცია ვიზიტით იმყოფება საქართველოში. მოინახულეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფები. იმყოფებოდნენ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში. ადგილზე გაეცნენ გადაუდებელი დახმარების ნომერზე შემოსული შეტყობინებების მართვის პროცესსა და ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ელექტრონული მონიტორინგის სისტემას. ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.