სომხეთის დელეგაცია საქართველოს პირველ არხზე

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი, თინათინ ბერძენიშვილი სომხეთის დელეგაციას შეხვდა. მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა, ექსპერტებმა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სტუდიები დაათვალიერეს და ინტეგრირებული ნიუსრუმის მუშაობის პრინციპს გაეცნენ.

ამერიკული ფონდის „ეროვნული ძალისხმევა დემოკრატიისთვის“ მიერ დაფინანსებული პროექტისსომხეთი-საქართველოს პოლიტიკის დიალოგი“ ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ქართველ მედიაექსპერტებთან, კომუნიკაციის კომისიის, სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ღონისძიების ორგანიზატორი არიან „საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო“ და საგანმანათლებლო ცენტრი თანასწორი უფლებებისთვის.