სომხეთის დედაქალაქში სარგსიანის გადადგომას ზეიმობენ

ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხვალ გაიმართება – ამის შესახებ ნიკოლ პაშინიანმა განაცხადა. სომხეთის დედაქალაქში მოსახლეობა სერჟ სარგსიანის გადადგომას ზეიმობს.  პროტესტის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში ზეიმობდნენ.  რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილებს, ოპოზიციონერმა დეპუტატმა და აქციების ორგანიზატორმა, ნიკო პაშინიანმა მიმართა.

პაშინიანი აცხადებს, რომ უნდა ჩამოყალიბდეს დროებითი მთავრობა, ამის შემდეგ კი საპარალამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს , რომლის საშუალებითაც ხელისუფლებას ხალხი აირჩევს.  შეგახსენებთ , სერჟ სარგსიანმა თანამდებობა გუშინ დატოვა , პრემიერ-მინისტრის მოვალეობას კი დროებით ვიცე პრემიერ-მინისტრი , კარენ კარაპეტიანი შეასრულებს.