სომხეთი-საქართველოს მატჩი საქართველოს პირველ არხზე

18:48, 20.03.2025

ორ საათზე ცოტა მეტი რჩება საქართველოსა და სომხეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრამდე. ამ წუთებში ერევნის მთავარ მოედანზე იკრიბებიან გულშემატკივრები და ისინი მსვლელობით ერთად გადაინაცვლებენ სტადიონზე. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, 4-თვიანი პაუზის შემდეგ, გულშემატკივრების წინაშე პირველად ითამაშებს. შეხვედრა მნიშვნელოვანია. ჩვენი გუნდი ერთა ლიგის B დივიზიონში დასარჩენად სომხეთს დაუპირისპირდება. დღევანდელი დაპირისპირება ერევანში ზუსტად 21 საათზე დაიწყება. განმეორებითი მატჩი კი თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის არენაზე 23 მარტს შედგება. ორივე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი