სამი საათი მატჩამდე.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 4-თვიანი პაუზის შემდეგ, გულშემატკივრების წინაშე პირველად ითამაშებს. შეხვედრა მნიშვნელოვანია. ჩვენი გუნდი ერთა ლიგის B დივიზიონში დასარჩენად სომხეთს დაუპირისპირდება. დუელი ორმატჩიანი იქნება. დღევანდელი დაპირისპირება ერევანში ზუსტად 21 საათზე დაიწყება. განმეორებითი მატჩი კი – თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის არენაზე 23 მარტს შედგება. ორივე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.