სომხეთი – საქართველო – პლეიოფის პირველი მატჩი

15:02, 20.03.2025

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს სომხეთთან ერთა ლიგის პლეიოფის პირველ მატჩს გამართავს. ვილი სანიოლის გუნდს დისკვალიფიკაციის გამო გუნდის კაპიტანი, გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია გამოაკლდება. B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ ორმატჩიან პლეიოფში საქართველოს ნაკრები სომხეთს, დღეს ერევანში, ხოლო 23 მარტს თბილისში დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ნინო გაბელიას ჩართვა #მოამბე

მსგავსი