სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენცია 

სომხეთის ქალაქ დილიჟანში, სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის რიგით მეორე კონფერენცია იმართება.

ღონისძიებაში სომხეთისა და საქართველოს საექსპერტო წრეების წარმომადგენლები მონაწილეობენ. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ და სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელმა, არაიკ ჰარუტიუნიანმა. ღონისძიების ფარგლებში, ქართველი და სომეხი ექსპერტები, საქართველო-სომხეთის ორმხრივი ურთიერთობების ახალ სტრატეგიულ მიმართულებებს განიხილავენ.