სომხეთ-ევროკავშირის სამიტი

15:19, 05.05.2026

ერევანში ევროკავშირისა და სომხეთის პირველი ორმხრივი სამიტი მიმდინარეობს, რასაც ევროკავშირის მაღალჩინოსნები ესწრებიან. შეხვედრა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტს მოჰყვა, სადაც დასასწრებადაც 40-ზე მეტი ევროპელი ლიდერი ჩავიდა. ამასთან, ერევანში გამართულ სამიტზე მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას პარტნიორობის გაფართოების შესახებ. სომხეთ-ევროკავშირის პირველ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, ევროკომისიის პრეზიდენტმა ენერგოუსაფრთხოებაში სამხრეთ კავკასიის როლზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სომხეთი კასპიის ზღვასა და ცენტრალური აზიისკენ უმოკლეს გზას უზრუნველყოფს. ურსულა ფონ დერ ლაიენის მტკიცებით, თავის მხრივ, ევროპა მზადაა, ხელი შეუწყოს, მათ შორის ფიზიკურად, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ კავშირებს. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა კი – აღნიშნა, რომ ევროპისთვის მნიშვნელოვანია სომეხი ხალხის თავისუფლების დაცვა, რათა მათ საკუთარი ბედი აირჩიონ. ანტონიუ კოშტას განცხადებით, სომხეთი მშვიდობისა და დემოკრატიის ახალ ეპოქაში შევიდა, რაც ხელსაყრელ გარემოს ქმნის განვითარებისთვის, მათ შორის, ორმხრივი ურთიერთობებისთვის.

მსგავსი