სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომეხმა სამხედროებმა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. სამინისტროს ინფორმაციით, შორჯა ვარდენის რაიონში განთავსებულმა სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა, გამთენიისას, რამდენიმე გასროლა განახორციელეს ქელბაჯირის რაიონში განთავსებული აზერბაიჯანის არმიის პოზიციების მიმართულებით. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. აღნიშნულს გამოეხმაურა სომხეთის თავდაცვის სამინისტრო და აზერბაიჯანული მხარის განცხადებას დეზინფორმაცია უწოდა. სომხეთის თავდაცვის უწყების განმარტებით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში მითითებული პერიოდის განმავლობაში, აზერბაიჯანულმა მხარემ თავად განახორციელა არარეგულარული გასროლები, რაზეც სომხურმა მხარემ არ უპასუხა.

მოამბე