ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს ხვალ,16 სექტემბერს უზბეკეთში მიმდინარე სამიტის ფარგლებში შეხვდებიან. საუბრის მთავარი თემა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბული ვითარება იქნება. უახლესი ცნობებით, საზღვარზე ვითარება ამ ეტაპზე სტაბილურია. მნიშვნელოვანი ინციდენტი ღამის მერე არ დაფიქსირებულა და ცეცხლი ყველა მიმართულებით შეწყვეტილა.

სომხეთის დედაქალაქში, პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართა. მოქალაქეები ქვეყნის პრემიერის, თანამდებობიდან გადადგომას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეებმა ქუჩაც გადაკეტეს.

„ჩვენ არასოდეს მოვაწერთ ხელს ისეთ დოკუმენტს, რომელიც რაიმე სახით ეჭვქვეშ დააყენებს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას“- ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა. სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, არასწორ ინფორმაციას აზერბაიჯანული ვებგვერდები ავრცელებენ.