სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

მთიან ყარაბაღში მიმდინარე ომი ყოველდღე სულ უფრო სახიფათო ხდება რეგიონისთვის.

კონფლიქტის მხარეთა მიერ გაკეთებული განცხადებების მიხედვით არის საფრთხე, რომ მასშტაბური შეიარაღებული დაპირისპირების არეალი კიდევ უფრო გაფართოვდეს. ბაქოს და ერევანს საკუთარი წითელი ხაზები და პირობები აქვთ: აზერბაიჯანი არცერთ შემთხვევაში არ აპირებს დაუშვას მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარება. თავის მხრივ სომხეთი ითხოვს, სადავო ტერიტორიას თვითგამორკვევის უფლება მიეცეს. ურთიერთგამომრიცხავი პირობების გამო სიტუაცია ჩიხშია შესული. შესაბამისად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მოსკოვში ერთი კვირის წინ მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება. ცხელ წერტილში ისევ ისვრიან.

დატოვე კომენტარი