სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი 

ფართომასშტაბიანი ომის მე-18 დღე.

ვითარება უცვლელია მთიან ყარაბაღში. აზერბაიჯანი ამტკიცებს, რომ რეგიონში კიდევ ექვსი სოფელი დაიკავა. არაერთი საერთაშორისო მოწოდების მიუხედავად, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამ დრომდე დარღვეულია. მოლაპარაკებათა პროცესის დასაწყებად და საბრძოლო მოქმედებების შესაწყვეტად ორივე მხარეს საკუთარი პირობა აქვს. ოფიციალური ერევანი მთიანი ყარაბაღისთვის სტატუსის განსაზღვრას ითხოვს, ბაქო კი სადავო ტერიტორიისთვის სტატუსის საკითხის განხილვას მხოლოდ აზერბაიჯანის შემადგენლობაში განიხილავს. ურთიერთბრალდებების ფონზე ყოველდღე მსხვერპლია მშვიდობიან მოქალაქეებს შორის.

რატი ხვისტანი ისაუბრებს დეტალებით ერევნიდან.