სოლოლაკში ისტორიული შენობის რეაბილიტაცია დასრულდა

სოლოლაკში, შალვა დადიანის 34 ნომერში ისტორიული შენობის რეაბილიტაცია დასრულდა. ადგილზე დედაქალაქის მერი იმყოფებოდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შესაბამისი წესების დაცვით, 2016 წლის გაზაფხულზე, პროექტ „ახალი ტფილისის“ პროგრამის ფარგლებში, თბილისის განვითარების ფონდმა განახორციელა.

ისტორიული სახლის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 341 ათასი ლარი გამოიყო. შენობა მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებშია აგებული და ქვემო კალის განაშენიანების უნიკალურ ნიმუშს წარმოადგენს.