სოლოლაკის უბნის მცხოვრებლების აქცია

სოლოლაკის უბნის მცხოვრებლები თბილისის მერიას ამაღლების ქუჩაზე მდებარე „ლადოს ბაღის“ გამოსყიდვას სთხოვენ. ამ მოთხოვნით, მოსახლეობამ და მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან იოსელიანმა აქცია გამართეს. შეკრებილების განცხადებით, ეს ბაღი წლებია კერძო მფლობელობაშია და უპატრონოდაა დატოვებული.