სოლიდარული ევროპა

9 მაისს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები „ევროპის დღეს“ აღნიშნავენ.

ეს დღე 70 წლის წინ შუმანის ისტორიული დეკლარაციის აღსანიშნავად დაწესდა. მსოფლიო პანდემიის პირობებში წელს მთავარი აქცენტი სოლიდარობაზე კეთდება. „ერთად უფრო ძლიერები ვართ“ – წლევანდელი ევროპის დღის მთავარი მოწოდება, კორონავირუსთან ბრძოლაში ერთიანობის აუცილებლობის გამოხატულებაა. ევროკავშირის არაწევრი, თუმცა მჭიდრო პარტნიორი და მეგობარი საქართველოს მისამართით სპეციალური მიმართვა გაავრცელეს საქართველოში აკრედიტებულმა ელჩებმა, სახელწოდებით „ევროპის ერთიანი გუნდი საქართველოსთვის“.

„ევროკავშირი, მისი წევრი სახელმწიფოები და ინსტიტუტები მუშაობენ უფრო ძლიერი ევროპისთვის, უფრო ძლიერი საქართველოსთვის და უფრო მტკიცე ურთიერთობებისთვის ევროკავშირსა და საქართველოს შორის“,  – აცხადებენ დიპლომატები.

„ევროპის დღე“ ანა ბროლაძის სიუჟეტში.