გერმანიის მთავრობისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ბათუმში სოლიდარობისა და თანადგომის ახალი ცენტრი გაიხსნა, რომელიც საქართველოში მყოფ უკრაინელ ლტოლვილებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დახმარებას სთავაზობს. ბათუმის უკრაინული სახლი 2023 წელს თბილისში გახსნილი ჰაბის წარმატებას ეყრდნობა და მსგავსი მოდელის მიხედვით იმუშავებს. უკრაინული სახლი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია Unite Together გაუძღვება, დასავლეთ საქართველოში მოქმედ უკრაინულ ორგანიზაციებსა და ბიზნესებს ხელმისაწვდომ საოფისე და საგამოფენო სივრცესა და სხვადასხვა სახის იურიდიული თუ ჰუმანიტარული სერვისების შესახებ ინფორმაციას შესთავაზებს. გარდა ამისა, უკრაინულ სახლში სოციალური და კულტურული ღონისძიებები და ლტოლვილებისთვის განკუთვნილი შეხვედრები გაიმართება.