„სოლიდარობის ქსელის“ განცხადება

„სოლიდარობის ქსელის“ წარმომადგენლები თბილისის მერის განცხადებას ეხმაურებიან.

ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, ისინი შეიძლება არიან ახალგაზრდები, თუმცა არა არაკომპეტენტურები. „სოლიდარობის ქსელში“ ამბობენ, რომ ისინი უკვე დიდი ხანია იბრძვიან მშრომელი ადამიანების უფლებების დასაცავად და არ აპირებენ თანამშრომლობას პოლიტიკურ პარტიებთან.

ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, ისინი კონსულტაციებს სხვადასხვა პარტნიორ ჯგუფთან მართავენ და სამომავლო გეგმებზე მალე ისაუბრებენ.