სოლიდარობის აქციები თეატრალურ უნივერსიტეტთან
თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებენ პლატფორმის, ,,ქართული განათლება საფრთხეშია” წარმომადგენლები. ისინი დღეს უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ და ადმინისტრაციასთან შეხვედრა მოითხოვეს. როგორც პლატფორმის წარმომადგენელი პროფესორ-მასწავლებლები აცხადებენ, მათ არ ესმით, თუ რა მოტივით შესაძლოა შეუწყდეთ სტუდენტებს სტატუსი. როგორც შეკრებილებს უნივერსიტეტის დაცვის სამსახურმა განუცხადა, ისინი უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს უნდა დაუკავშირდნენ, რათა ადმინისტრაციასთან შეხვედრის ორგანიზება მოხდეს.
დღესვე აქციაზე სტუდენტებისადმი მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატეს პარტია „ლელოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.