სოლიდარობის აქცია - „მე ვარ ქართველი”

საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია და მხარდაჭერა იყოს ის ფაქტორი, რამაც საქართველოს აგვისტოში ომის უფრო მძიმე შედეგები აარიდა.

ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთი, უკრაინა და ესტონეთი – ეს ქვეყნები და მათი ლიდერები, 10 წლის წინ საქართველოს გვერდით იდგნენ, კონკრეტულად, რუსთაველის გამზირზე, ქვეყნის რუსული აგრესიისგან დასაცავად. სწორედ მაშინ კაჩინსკიმ თქვა, რომ პირველია საქართველო, მეორე იქნება უკრაინა, მესამე ბალტიისპირეთის ქვეყნები და შესაძლოა, მეოთხე პოლონეთი იყოს.

მეგობარი ქვეყნები დღემდე საქართველოს აქტიურ  მხარდამჭერებად რჩებიან და რუსეთის ოკუპანტური პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდიან.

10 წლის წინ წინანდელ ემოციებსა და დღეს არსებულ რეალობაზე ყოფილმა ლიდერებმა „მოამბესთან“ ექსკლუზიურად ისაუბრეს.