სოლიდარობის აქცია საქართველოს პირველ არხთან

ამ წუთებში,  საზოგადოების ნაწილი, ჯონდი ბაღათურიასთან ერთად, პირველი არხის შენობასთან არის შეკრებილი და სოლიდარობას უცხადებს არხის ხელმძღვანელობას.  შეკრებილები პირველი არხის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას ეხმაურებიან, რომლის მიხედვითაც, არხი 2020 წლიდან უარს აცხადებს აზარტული თამაშების რეკლამების განთავსებაზე.

ჯონდი ბაღათურია აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში ის კანონპროექტს მოამზადებს, რომელიც პარლამენტს წარედგინება. ბაღათურიასთან ერთად, პირველი არხის შენობასთან სასულიერო პირებიც იმყოფებიან.