სოლიდარობის აქცია კანცელარიასთან

15:12, 07.07.2021

მედიის წარმომადგენლებმა და „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია გამართეს. მოთხოვნა – ქვეყანაში უსაფრთხო მედიაგარემოს არსებობა იყო. მედიის წარმომადგენლებმა, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები – ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები გააპროტესტეს და ხელისუფლებას ყველა დამნაშავის დასჯისკენ მოუწოდეს.

მსგავსი