სოლიდარობის აქცია ფოთში

დედაქალაქის მთავარ გამზირზე მიმდინარე მოვლენებს, აქციით ეხმაურებიან ფოთში. შეკრებილებმა ტრანსფარანტებით იმ კანონპროექტის ჩავარდნა გააპროტესტეს, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.

აქციის მონაწილეები ოპოზიციის მოთხოვნებს უერთდებიან, ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და პერმანენტულ გამოსვლებს აანონსებენ.