სოლიდარობის აქცია

„ნაციონალური მოძრაობა“ „რესპუბლიკური პარტია“,  „ევროპული საქართველო“ და აჭარის რეგიონში მოქმედი 7 ოპოზიციური პარტია, აჭარის ტელევიზიაში პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს და რეაგირებისკენ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს.

პოლიტიკურ პარტიებს ტელევიზიის კადრების სამსახურის უფროსი, ემზარ პაქსაძე პასუხობს და მათ მოუწოდებს, მხოლოდ დოკუმენტების გაცნობის შემდეგ გააკეთონ განცხადებები: „არანაირი ზეწოლა არ მიმდინარეობს, თუ გათავისუფლებები განხორციელდა, ეს იყო არა მარტო კანონიერი, არამედ სამართლიანი, მე კადრების სამსახურის უფროსი ვიღებ საკუთარ თავზე, რომ ეს ყველა ქმედება განხორციელდა კანონის სრული დაცვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი არის გამჭვირვალე, ყველას მივაწვდით დოკუმენტაციას და უმჯობესია, მისი გაცნობის შემდეგ გააკეთონ შეფასებები“ – განაცხადა ემზარ პაქსაძემ.