სოლიდარობის აქცია

ჯონდი ბაღათურია საქართველოს პირველი არხის გადაწყვეტილებას გმირულს უწოდებს, რადგან მათ აზარტული თამაშების რეკლამით შემოსავლებზე უარი თქვეს. „ქართული დასის“ ლიდერმა, სასულიერო პირებთან და მოქალაქეებთან ერთად, პირველი არხის შენობასთან სოლიდარობის აქცია გამართა და სხვა მედიასაშუალებებსაც მოუწოდა, მხარი დაუჭირონ საქართველოს პირველი არხის გადაწყვეტილებას.

ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, მისი და საზოგადოების ინიციატივით, პარლამენტში უახლოეს მომავალში აზარტული თამაშების აკრძალვის შესახებ საკანონმდებლო პროექტი შევა. საქართველოს პირველმა არხმა უარი თქვა აზარტული თამაშების რეკლამის ეთერში განთავსებაზე. პირველი არხი ამ ეტაპზე შეასრულებს მიმდინარე ვალდებულებებს და 2020 წლის პირველი იანვრიდან საკუთარი ეთერით აზარტული თამაშების რეკლამირებას. აღარ განახორციელებს.