სოლიდარობის აქცია

საერთაშორისო ორგანიზაცია „ამნესთი ინთერნეიშენალი“ ახალ მთავრობას დავით სარალიძის და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეების სწრაფი გამოძიებისკენ მოუწოდებს.

ორგანიზაციის ბოლო ანგარიშში ვრცლად არის საუბარი შვილმკვდარი მამების მიერ თბილისში მაისის ბოლოს დაწყებულ საპროტესტო აქციებზე. დოკუმენტის ავტორების თქმით, პანკისში დეკემბრის ბოლოს ჩატარებული სპეც-ოპერაციის და მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თავის დროზე ნელა და იძულებით დაიწყო, თუმცა გამოძიების ხელშესახები შედეგები არ გავრცელებულა.

ექვსი თვის წინანდელი სპეც-ოპერაციის საქმეზე ობიექტური და სწრაფი გამოძიება დღეს თბილისსა და პანკისში ერთდროულად გამართულ საპროტესტო აქციებზეც მოითხოვეს.