სოლიდარობის აქცია

ჯიპას, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბნენ. ისინი სოლიდარობას უცხადებენ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს და მხარდაჭერას გამოხატავენ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების მიმართ. შეკრებილები მოგვიანებით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ, სადაც საერთო მოთხოვნებს შეუერთდებიან – გათავისუფლდნენ აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირები და ჩატარდეს ხელახალი არჩევნები.