სოლიდარობა ვაჟა გაფრინდაშვილს

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისთვის უკანონო პატიმრობის შეფარდებას გმობენ და ეხმაურებიან სხვადასხვა ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირები. ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს და დე ფაქტო რეჟიმს ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

საქართველოს რეგიონის, ცხინვალის ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილება, გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ გვახსენებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე კანონის უზენაესობა არ არსებობს, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გამოქვეყნებულ ტექსტში ვკითხულობთ.

მომხდარით შეშფოთებულია აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელიც. განცხადება გაავრცელა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გააგრძელებს ცხელი ხაზის გამოყენებას საქმის ირგვლივ ინფორმაციის შემდგომი გაცვლისთვის და დიალოგის ხელშეწყობისათვის, – ვკითხულობთ განცხადებაში.

დატოვე კომენტარი