სოკოს საკრეფად წასული 33 წლის ახალგაზრდა რუსმა სამხედროებმა ჯერ ფეხის არეში დაჭრეს, შემდეგ კი დააკავეს. ქართულმა მხარემ ფაქტის შესახებ საერთაშორისო პარტნიორებს აცნობა, რომლებიც პროცესში უკვე ჩაერთნენ; გატაცება საოკუპაციო ზოლთან და პოლიტიკური შეფასებები

სად იმყოფება და როგორია საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლიც რუსმა სამხედროებმა ცეცხლსასროლი იარაღით ჯერ დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს – საოკუპაციო რეჟიმის მორიგი პროვოკაციული ნაბიჯი. რა მოხდა კასპის რაიონში, სხვილოს ციხის მიმდებარედ. ცნობილია, რომ 33 წლის ზაზა გახელაძე დაჭრილია ფეხში. ტერიტორია უკვე დაათვალიერეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა.

ადგილზე „მოამბის“ გადამღები ჯგუფი მუშაობს – გენო ოსიყმაშვილი დეტალებით.