„სოხუმის თეატრი გისმენთ“

აფხაზეთიდან დევნილი მსახიობი, რომელმაც დიდი რისკის ფასად თეატრის უნიკალური ექსპონატები გადაარჩინა. სოხუმის თეატრის დასის წევრი და საქართველოს დამსახურებული არტისტი ლიანა მიქაშავაძე საკუთარ თავზე, შემოქმედებაზე, თეატრსა და დევნილობის წლებზე ავტობიოგრაფიულ წიგნში ჰყვება, რომელსაც საზოგადოებას 7 ივლისს წარუდგენს. აფხაზეთის ომის დროს ის დაჭრილებს ეხმარებოდა, სოხუმის დაცემიდან მეორე დღეს კი ოკუპირებული რეგიონი თეატრისთვის ფასდაუდებელ ნივთებთან ერთად დატოვა. სწორედ მისი დახმარებით მოხერხდა დაცემული ქალაქის თეატრის არქივის გადარჩენა.