სოფო ქაცარავას განცხადება

სოფო ქაცარავა, საპარლამენტო მანდატის დატოვებასთან დაკავშირებით, პირველ სატელევიზიო კომენტარს „მოამბესთან“ აკეთებს.

იმის გათვალისწინებით, რომ სოფო ქაცარავა საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო თანამდებობების შემდეგ, უარს სადეპუტატო მანდატზეც ამბობს, საკანონმდებლო ორგანოში მისი ჩანაცვლება „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის მომდევნო წევრს, ბენედიქტე ქაშაკაშვილს შეუძლია, რომელიც სიაში თემურ გოცირიძის შემდეგ, 53-ეა. იმ შემთხვევაში, თუ ბენედიქტე ქაშაკაშვილი დეპუტატის მანდატზე უარს იტყვის, სიაში მომდევნო პაატა გოგიხიაა.