სოფო ხუნწარიას განცხადება

სურვილის შემთხვევაში, 320-ვე ბიბლიოთეკარი აუცილებლად შეინარჩუნებს საკუთარ სამუშაო ადგილს, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე სოფო ხუნწარიამ თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის გაუქმების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, კულტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ბიბლიოთეკარებს უკვე შეხვდა და შეთანხმებაც გააცნეს, რომლის მიხედვით, მათ აქვთ გარანტია, რომ აუცილებლად გააგრძელებენ მუშაობას თბილისის მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკებში.

შეგახსენებთ, საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისში მუნიციპალური ბიბლიოთეკების გაერთიანება გაუქმდა. მისი რესურსი კი ახალი სტრუქტურის დაქვემდებარებაში გადადის.