სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“

ბათუმში უკვე მეორე დღეა სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ მიმდინარეობს.

გასართობი და მუსიკალური ფესტივალი გუშინ კულინარიული მასტერკლასებით გაიხსნა. მოეწყო ტრადიციული თეატრალური მსვლელობა და ჩატარდა კონცერტი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით. ევროპის მოედანზე აჭარის ყველა მუნიციპალიტეტს, მისთვის დამახასიათებელი სამზარეულო და ტრადიციები აქვს წარმოდგენილი. ფესტივალის ტერიტორია საშემოდგომო დეკორაციებით არის გაფორმებული.

„განდაგანა“ 2015 წლიდან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ტარდება.