სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“
14-15 ნოემბერს, ბათუმი სოფლის ტურიზმის ფესტივალის, „განდაგანას“ მასპინძელი იქნება.
აჭარული სოფლები, თავისი ტრადიციებით, კულტურითა და სოფლის ნობათით, ევროპის მოედანზე, ორი დღის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი. გასული წლის მსგავსად, წელსაც, მთავარი აქცენტი: აჭარული სამზარეულოსა და ხალხური რეწვის დარგების წარმოჩენაზე გაკეთდება. მოეწყობა სპეციალური კვების კუთხე, სადაც აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელ კერძებს მოამზადებენ. ჩატარდება: თიხის, ქარგვის, კულინარიული მასტერკლასები და შეჯიბრებები. დეკორაციებით გაფორმდება აჭარული რეწვის სივრცეც, რომელსაც გასული წლის მსგავსად „გარდენია შევარდნაძის“ დამფუძნებელი მოაწყობს. ფესტივალის ფარგლებში ასევე მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, სადაც 200-მდე ადგილობრივი და სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მეწარმის: ხელნაკეთი ნამუშევრები, სოფლის ნობათი და კერძები იქნება წარმოდგენილი.